Litclub.ge

სამების ლავრა
ძლივს დაგიტია ოცნების თვალმა
_სამების ლავრა,
მესმის ქართულად Gღვთისმშობლის ნანა
და გუმბათიდან მოდის მანანა..…………………………………………
ღიმილო ჩემო, დიდო, მაღალო,
ამაღამ ლოცვით უნდა დამღალო,
და უსასრულო სახელი შენი
ყელში რძესავით ჩამომაღვარო...
მიწის ქვეშ გულის გული ანთია,
აქA ქვაფენილიც კი გუმბათია,
ტერფები გრძნობენ სიტფოს სხვა ტაძრის,
იქ სურნელია ლიბანის ნაძვის.
რა თვალი დათვლის ჩუქურთმას ქართულს,
დგება ხის ტანში ძველი იოტა,
ამ ასოებმა ისე ითმინეს,
როგორც ითმინა დიდმა იობმა.
ძველი ,,ხარი’’-ვით დაირხა ხელი,
როცა მოჰქარგა ,,ჰოი’’ და ,,ეი’’,
ძალიან ნელი ხდება დინება,
დროის მდინარის, და მოთმინება
უ მ შ ვ ი დ ე ს ი ა,
აქ მშვილდზე უფრო
უ მ შ ვ ი ლ დ ე ს ი ა
წყალობა შენი,
ძირს ისრებივით რომ ეშვებიან
სხივები მშველი,
შენ ხარ საშველი,
ყველა ჭრილობის
ერთად წამშლელი,
_მე მჯერა შენი!
და როგორც შველი,
წყალს დავლევ შენი
ხელის პეშვიდან,
როგორ მომშივდა დალოცვა შენი,
და თბილი ხელის თავზე დადება,
და დაბადება,
წ ი წ ი ლ ა ს ა ვ ი თ,
წკრიალი ზარის
წ ი ნ წ ი ლ ა ს ა ვ ი თ,
გულია ჩემი, ხეში ნაკვეთი ყველა იოტა,
ამ ასოებმა ისე ითმინეს,
როგორც ითმინა დიდმა იობმა!
აქ, ტაძარშია სამშობლო ჩემი,
ცა, მიწა, ერი...
ბარი, მთა, ხევი.
ძღვაა-ლაზური,
და მზე_ვაზური..
ჩვენ მოსამკელი ვართ თავთავები,
და შენ მზესავით გეთვალთვალებით..
მე მესმის როგორ შრიალებს ყანა,
მესმის ქართულად ღვთისმშობლის ნანა..
ძლივს დაგიტია ოცნების თვალმა
_სამების ლავრა.!!!