მტრედი მშვიდობას, ჩემი სისხლი ბრძოლას მაუწყებს,
დღეს მატიანე ისტორიას ამახინჯებდა,
ვაითუ შუბლზე შერჩენილი ძარღვიც გაუწყდეს.
ვაითუ დღესაც ორმაგია მლიქვნელთა რიცხვი,
ვაითუ დროშა მავანთათვის მხოლოდ ნოხია,
უფლისგან ვიცი, ნება არ მაქვს მათი განკიცხვის,
უსიტყვოდ ვუცქერ საქართველო როგორ მოხია
თავისი გულის კალენდრიდან, მიართვა ბუხარს,
იმისი ალით უსირცხვილოდ გაითბო ხელი,
ხალხი ტაშს უკრავს ამ ნიღბოსან მოღვაწეს მქუხარს,
დრამა გრძელდება... კულისებში მეფისტოფელი
მის მსგავს არსებას ნიღაბს წებავს საშენ მასალით
და მერე ქვეყნის სადრეგრძელოს ყანწით დაცლიან,
კეთილ კაცს სტუმრად უმასპინძლებს მოტკბო სამსალით,
ბრბოს გაბრიყვებას მერე ერთურთს აღარ აცლიან
და მიდის დრამა უსასრულოდ, გაუთავებლად,
ფესვებს აჭრიან შემორჩენილ მეფის ტოლ თელებს,
გრძელდება დღემდე ისტორიის დაუთოვებაც,
შეწყდა სპექტაკლი, გეშინოდეთ მეფისტოფელებს!!!