Litclub.ge

სისხლის აქცია
“...და ალიონზე”
ლორთქო ბალახს ცვარი წასკდება,
მე კი ცრემლები...
ტერფით ცვარი ცრემლად ვაქციე,
ბადაგისფერი სითხე ძარღვში ნაპირს ასკდება, -
სივრცე არ ჰყოფნის - საპროტესტოს
მართავს აქციას.
“მეტი მოზიდეთ...”
ნაპირები დაფარა ღვინომ...
არსებულ სივრცეს მიუმატეთ არარსებული...
თორემ იფეთქებს
(ახლა წარღვნას სურს მოილხინოს...)
ისეა ღვინით ყველა ძარღვი გადავსებული...

თორემ იფეთქებს...
ამ წარღვნაში ვერ ნახავ ნოეს, -
იმდენ იუდას, რამდენ ბოროტს მოესურვება,
შემომეშველე...
წარღვნის მერე ვერ ნახავ პოეტს,
გამიფართოვე, გამისივრცე პოეტს ბუნება...
თორემ ფილტვებმა
ეს სამყარო უკვე შესრუტა...
განზომილებებს ვეწაფები...
ვისუნთქავ ხარბად.
ჰო, გამასივრცე..
პაემნის დრო ვიდრე შესრულდა,
შემომეშველე...
სხვა სამყარო მასუნთქე ჭარბად!..