Litclub.ge
* * * "ათასნაირად"
ათასნაირად
ფერად გზა-ქუჩებს
ცრემლები რწყავენ,
ქარები ჰგვიან...
უმჯობესია
განსჯა თავიდან,
ვიდრე თავ-პირში
იცემო გვიან...
დახურულია
ბოროტის გული,
კეთილის გული _
უსაზღვროდ ღია;
სიღატაკეა
ზოგი სიმდიდრე,
ზოგ სიღარიბეს
სიმდიდრე ჰქვია.