Litclub.ge

სოფელი
ორღობეებში ყეფენ ძაღლები,
ტატნობი მიაქვს ღრიჭინით გუთანს;…
და დედამიწა, გულაღმა მწოლი,
დაცლილი არის ძარღვად და კუნთად;…
თუ ვაწყენინებ ქალაქს – ბოდიში!
მარნები ბორგვენ, ქვევრები დუღან.
და ჩემი კერა ჩემს მოლოდინში,
ყალიონივით აბოლებს ბუხარს.