Litclub.ge
* * * "სისინებს ცელი"
სისინებს ცელი,
სისინებს ცელი,
კვდებიან ბალახნი მოცელილნი...
_ ღმერთო, მაცოცხლეო –
ჩურჩულებს ენძელა
მუხლებზე დაცემული მლოცველივით.