Litclub.ge

წიქარა
ჩემი ფიქრები
ზამბახებივით
ზეცამ თავ-პირზე
გადაიყარა,…
ვაიმე, 
იქნებ
მგლებმა შეგჭამეს,
რომ აღარ მოხველ,
ჩემო წიქარავ!
გეძებ
გეძებ და
უკან მომყვება,
ჩემივ ცრემლებით
დანამული გზა,…
თუ ცოცხალი ხარ,
ნუთუ არ გესმის
წიოკი ჩემი სალამურისა?..