Litclub.ge

რა შუაშია
(კახა ჭაბაშვილს ) 

"სამით სამია ეს ცხოვრება, ფრეა, ეიხმან." 
რ. გეთიაშვილი 

რა შუაშია, მაგრამ 
გადავაბიჯეთ ნიშნულს, 
როცა ჟანგბადი ჭირს და 
სუნთქვაც მძიმდება, ეს კი 
ნიშნავს სიბერეს, ღმერთთან 
მიახლოვებას ნიშნავს, 
კიდევ წაგებას ნიშნავს, 
ნებისმიერი ფრეც კი! 

რა შუაშია, მაგრამ 
ბევრი ძვირფასი ფრესკა, 
ჩვენ ვუსაჩუქრეთ ქართულ 
ლიტერატურის ტაძარს. 
ხოლო რაც ტკბილად შეგვრჩება, 
სიგარაა და ვისკი 
ქალის სურნელი მკლავზე 
და ცარიელი მასრა, 

ცაზე დახლილი ტყვიის - 
რა შუაშია, მაგრამ... 
მგონი დრო არის წასვლის! 
მგონი ვბერდებით, ეს კი, 
არ უნდა იყოს, ადოლფ, 
კარგის ნიშანი, რადგან 
უკვე წაგებას ნიშნავს, 
ნებისმიერი ფრეც კი! 
ნაწარმოები