Litclub.ge

მოგონება
მეუბნებოდა, დავლიოთ ღვინო,
როგორც თეძაფი ისე გადავკრათ.
ჩვენ იქნებ გულში ჩავიღიღინოთ...
გარეთ კი ისევ წვიმდა საძაგლად. 

გამოქვაბული, ქარის ტირილი,
ქვესკნელს ზევიდან – ხევში ჩაჰქონდა.
ქუჩებში მარტო და გაცრეცილი,
გზებგადამცდარი ნიცშე ბღაოდა.

ჩვენ ვცლიდით ჭიქებს და ვახსენებდით,
ვისაც განცხრომა მიაჩნდა ძაღლად.
შენ დედის ლანდი არ გასვენებდა,
გარეთ კი ისევ წვიმდა საძაგლად.