Litclub.ge

გამხმარი კაცი
აი, ამ მინდვრებში, ამ ხრიოკ მთებში 
ჩვენ ხომ ერთამნეთს ვჭამდით მგლებივით.
იქ სურათია: დგას მხედარი, უჭირავს თეფში 
და ზედ ამხია კაცი გველის ხვრელივით.

მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაქში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს.