სათქმელი ქვეყნად თავის გზას ეძებს,
თან მისდევს დამფრთხალ სულის განგაში,
ჩვენში სამშობლოს საქებარ ლექსებს
ნახავთ ყოველი მწყემსის აბგაში.
დამიმშვიდდება გული და სუნთქვა,
როდესაც სიტყვა ბუდეს იპოვნის...
ქართველ კაცს, როგორც ჰაერი სუფთა,
ყოველდღე უნდა კარგი სტრიქონი.
სათქმელი ეძებს ხსნასა და იმედს,
დაფნის ტოტებში სძინავს გვირგვინებს...
კარგია, როცა ჩაგვივლის ვინმე
და შენს სტრიქონებს ჩაიღიღინებს.
თან მისდევს დამფრთხალ სულის განგაში,
ჩვენში სამშობლოს საქებარ ლექსებს
ნახავთ ყოველი მწყემსის აბგაში.
დამიმშვიდდება გული და სუნთქვა,
როდესაც სიტყვა ბუდეს იპოვნის...
ქართველ კაცს, როგორც ჰაერი სუფთა,
ყოველდღე უნდა კარგი სტრიქონი.
სათქმელი ეძებს ხსნასა და იმედს,
დაფნის ტოტებში სძინავს გვირგვინებს...
კარგია, როცა ჩაგვივლის ვინმე
და შენს სტრიქონებს ჩაიღიღინებს.