Litclub.ge

ბერდედავ ჩემო
ბერდედავ ჩემო, – 
ბარდნალიდან წამოსულს ლადოს
მწუხარე მზერის ნავსაყუდელო,
გულს – ყოფის მზე რომ ცვილივით
ადნობს,
მითხარ ჭრილობა რამ გაუმრთელოს?

მუხლი, შატილში გასამგელებო,
რომელ ბილიკზე მიებღატები?...ჰეი, თქვენ, ძმებო არაგველებო,
სამასმეერთედ მიგემატებით.

ოღონდ, გული რომ მზიეთს გასტირის,
ენთოს მარადის ლოდინის ცაზე,
ოღონდ ვიხილო ჩემი შატილი 
შატილიონი ბიჭებით სავსე.

ჩვენ იდუმალმა სულზე აგვიცრა
დარდით ჭიდილი, ლანდით ჭიდილი...
ყოვო, შავკაბა რაღად ჩაგიცვამს,
თუ გითხრაი ჩემი სიკვდილი?

რაი ვქნა, გულს კვლავ ცვილივით ადნობს
მზე
და ჭრილობა რამ გაუმრთელოს? 
ბერდედავ ჩემო, – 
ბარდნალიდან წამოსულს ლადოს
მწუხარე მზერის ნავსაყუდელო,