– მოწინავეთა დაფაზე
მირჩენილი მიცვალებულის სურათივით
მოჩანს ჩემი სახლი მეზობელ სახლებში.
არ ვიცი დაგავიწყდი, არ ვიცი შემიწყალე ,
ვიცი – შენს ხსოვნაში მეც ასე ვჩანვარ.
ვჩანვარ და გაძალებ , რაღაცას გაძალებ,
რაღაცას გახსენებ, რაღაც გატკინებ, –
არ გავიწყდები არა და არა.
ჩვენ დავიწყება როგორც როლი გავითამაშეთ
და სიყვარული ჩვენს სახეებს
მხოლოდ იმიტომ ჩამოვაცალეთ,
სიძულვილისკენ უფრო ფხიზლად რომ გაგვეხედა.
ხვადი მგელია სიძულვილი, ჩემო შურიგე,
არავის უწყის სად გეცემმა, როგორ გეცემა,
როდის გეცემა, დაგაგცევს და დაგაჩოლფოთებს.
მე ვიცი – – ახლა შენს ხსოვნაში ამ სურათივით –
„მოწინავე მკვდარი მოწინავე ცოცხლების გვერდით“ –
იხატება ჩემი ცხოვრების ავან– ჩავანი.
იყოს სურათი,
ცოცხლებს მაინც არაფერს უშლის,
შავის თეთრის ჰარმონია აქ არ არ ირღვევა.