ცრემლი, რომლითაც ცასთან იშარე
და მკერდის გულად გადაშიშვლება,
მარადიული გახდა ნიშანი.
მარადიული გახდა ნიშანი,
რაც წამიერი რამე მეგონა,
სულ იმნაირად გადაეკონა
მოულოდნელი ღამის სიშავე.
მარცვლავენ ცრემლის მეინახენი
დაღლილი სულის ავერტიურას: –
ჩვენ ვიმარხებით,
ჩვენ ვიმარხებით,
ჩვენ ვიმარხებით, ყოველდღიურად.
ჩვენ ვიმარხებით,
უცებ გვიშრება ცრემლი,
რომლითაც ცასთან ვიშარეთ.
და მკერდის გულად გადაშიშვლება