Litclub.ge

წაიღეთ დაფნა
გარეთ ნოებრის ქარი შლიგინებს – 
ვითვლი კედელზე გალაქტიონის შუბლის ნაოჭებს .
არ ჰხამს სიცოცხლე, იდუმალი მწუხრიც მაეჭვებს,
წაიღეთ დაფნა,
დამანებეთ წყავის გვირგვინი.
არც სიცხიანნი სხეულის გვალვა,
მჯერა, მეორედ გავიფოთლები,
დედის ხელებით დაფენილი წყავის ფოთლები
რადგან აღიქვა პოეტის თვალმა,
მე ახლა ცოტა, მართლაც ცოტა რამ მეკითხება,
ვინ იცის – ვის რას განუმზადებს ბედი ხენეში.
მადლობა უფალს, თუ მოვკვდები დედის ხელებში,
თუ დედის ცრემლი ავგაროზად დამეკიდბა.
თითქოს მკერდიდან გულის ნაცვლად მწუხრი ამომჭრეს.
„ქარი ჰქრის ქარი...“ ერთხელ კიდევ წავიღიღინებ, 
ვერ ამოვხსენი გენიოსის შუბლის ნაოჭი,
წაიღეთ დაფნა!
დამანებეთ წყავის გვირგვინი