ფიქრს სწყურია ღრუბელ-ღრუბელ ბორიალი,
ჰანგთა ღმერთი გადმოხედავს როიალებს,
სიყვარულზე ამღერდება როიალი.
დღეებივით ირხევიან კლავიშები,
ცილდებიან, ოცნებებით ერთდებიან,
და ფიქრები-ღრუბლის თეთრი ბალიშები,
თეთრდებიან, სინანულით თეთრდებიან.
გულში განცდა, სულში ცეცხლი რომ იალებს,
ჰანგთა ღმერთი გადმოხედავს როიალებს.
ჩემი სული შენი სულის ზღაპარია,
ეს ფიქრები-სიყვარულის ვერძებია,
რა ვარ, ვინ ვარ, რა სიმაღლე მაბარია,
რა ცოტა და რა ბევრი რამ შემძლებია.
მზის ღვთაებავ, დამაცადე პატარა ხანს,
რად გწყურია, ნორჩი გული რომ ეწამოს,
ათას სამანს, ათას საზღვარს გადავლახავ,
ხელი როგორც მომეცაროს.
აიმართოს აღტაცების მყინვარები,
მომენატროს ღრუბელ-ღრუბელ ბორიალი,
მეც ამ ჰანგთა თეთრ ღრუბლებში ვიმალები,
სიყვარულზე აამღერე როიალი.
მზერაა და- გადაწვდება მთების ციალს,
დავიწყებას არც არასდროს ჩავბარდები,
მიჯნური ხარ?-პოეტობაც შეგიძლია,
ქართველი ხარ?-პოეტიც ხარ დაბადებით.
...გულში განცდა , სულში ცეცხლი რომ იალებს,
ფიქრს სწყურია ღრუბელ-ღრუბელ ბორიალი,
ჰანგთა ღმერთი გადმოხედავს როიალებს,
სიყვარულზე ამღერდება როიალი.