თუმცა ყოყმანით გავდევ ფრიალოს
და მანუგეშებს დალი ცაავა,-
ახლა ფილტვებით არ კვდებიანო.
კვლავ აგონია,- დილიდან ვწევარ
და შუბლზე სანთლის ალი მედება,
თუმცა დასავით თბილი და მწეა
პოეტი ქალის დაიმედება.
რა დააკლდება ქვეყანს ამით,
მაინც ხელახლა გაჩენას ვნატრობ,
ლადოს-მანანა,
ტიციანს-ტანიტ,
მე, ალბათ, ნანა დამრჩება მარტო.
ჯერ ოდიშური ცაცხვების ფარჩას-
საჯაიას წიგნს სინათლეს ვართმევ,
საწყალ კოკისაც აჩიკო დარჩა,
მე და აჩიკომ ვერ გავამართლეთ.
სხვის ნიშნულ მთაზე მაინც არ ავალ,
თუმცა სხვაგვარი ალი მედება...
ისევ დღე, ლექსი, დალი ცაავა