Litclub.ge

ჭოროხის ხვაშიადი
მოდის და ამბობს ჭოროხი,
როგორ გაჩნდა და იწვალა,
მოაქვს შლამი და გოროხი, _
ესეც ხომ ჩვენი მიწაა.

გატეხა ბნელი კარიბჭე
და კლდეთა შუა გუგუნებს.
ხელს ჩავკრავ, ფოთოლს დავიჭერ
და დიდხანს, დიდხანს ვუყურებ.