Litclub.ge

გოგონა აივანზე
-ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.
აივანზე დარდიანობ,
მთვარეს გასცქერ ქერათმება,
გოგოვ, ბაგებანგიანო,
ვისი ნახვა გენატრება?
ხედავ?
ღამე დათალხული
მთვარის ბანგით დაიბნიდა,
მითხარ, ვისი გახდა გული,
ვის გასცქერი აივნიდან?

ხედავ,
გოგოვ, თვალგიშერავ,
ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...

ბაგეს ღიმი როდი ფარავს,
დარდმა ცრემლი შეჰკონაო...
გოგოვ,
ვინმე მოგიპარავს,
იტყვის, ოქრო მეგონაო...
ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ, 
გოგონი,
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.