Litclub.ge
ქვეყნად მოველ...
ქვეყნად მოველ, როგორც დილის ნამი,
დავეწვეთე გაყვითლებულ ფურცლებს,
წვიმა მზრდიდა დღისითა თუ ღამით,
ავდარს ალბათ ასე მიტომ ვუძლებ.
მზე ნათელი არ მინახავს წამით,
თორემ ალბათ ამაშრობდა უცებ.