Litclub.ge

მცირე პოეტური ონტოლოგია
ბიჟუტერია:

შინაგანი ქათმისთვის,
შინაგანი ღორისთვის,
შინაგანი მხეცისთვის.

აქტი I

გამოდის შინაგანი ქათამი.
გამოდის შინაგანი ღორი.
გამოდის შინაგანი მტაცებელი.

გამოდის შინაგანი ქათამი აღშფოთებულია.
გამოდის შინაგანი ღორი გაბრაზებულია.
გამოდის შინაგანი მხეცი განრისხდა.

შინაგანი ქათამი მარტივია.
შინაგანი ღორი მასიური.
შინაგანი მხეცი სახიფათო.

შინაგანი ქათამი ფარულად.
შინაგანი ღორი ფარულად.
შინაგანი მტაცებელი ფარულად.

ქალია(?) შინაგანი ქათამი,
ქალია(?) შინაგანი ღორი,
ქალია(?) შინაგანი მხეცი,

კაცია(?) შინაგანი მხეცი,
კაცია(?) შინაგანი ღორი,
კაცია(?) შინაგანი ქათამი.

ღვთის მოშიში ქათამი მარხვის დროს(!)
ღვთის მოშიში ღორი მარხვის დროს(!)
ღვთის მოშიში მტაცებელი მარხვის დროს(!)

შინაგან ქათამს – სძულს,
შინაგან ღორს – შურს,
შინაგან მხეცს – სწყურია.

ფინალური აქტი

შინაგანი ქათამი ურტყამს ნისკარტს!
შინაგანი ღორი ურტყამს დინგს!
შინაგანი მხეცი საშიშია(!!!)

შინაგან ქათამს დაკლავენ,
შინაგან ღორს დაკლავენ,
შინაგან მტაცებელს მოკლავენ...

(ფარდა)

ზვიგენი

როცა კულტურა თვლემს,
ეს კოლაფსია ლექსის,
ვაჟღერებ ყელში ხემსსს
გახურებული ნემსით,
როდესაც ეს ხმა ცვლისსს
გარშემო ყველა წესსს-
ტემბრრრრრი ტააატით ხრის,
დამორჩილებულ ლექსსს,
ხმალივით წივის ხმაააა_
დაეძებს ხორხში ხემსსს,
კულტურა არის ზღვა!
ფსკერზე ზვიგენი თვლემსსს
(თვლემსსს)
(თვლემსსს)
(თვლემსსს)