მათ უფლება აქვთ დაიბადონ სიკვდილზე ადრე,
რომ ფეხაკრეფით სიმღერაზე გავარდნენ ქარში.
მათ უფლება აქვთ დაბალ ხმაზე იცეკვონ ღამე,
,,იცეკვონ ფრთხილად” მთელი დილა, მათი ნებაა...
მათი საქმეა, როგორ მოკლან უფასოდ გრძნობა,
თუ არ იძლევა უსაფუძვლოდ ალერსის ნებას.
მათ უფლება აქვთ გაამრავლონ ახალი მოდგმა,
ცვითონ ტერფები გატაცებით, მათი ნებაა...
მათი საქმეა ააშენონ მაღალი სახლი,
ვიწრო კარები ჩამოკიდონ მძიმე კედელზე _
მათი ნებაა ჩუმად ერქვათ რჩეული ხალხი,
გაჭრან არხები გადაკეტონ ყველა საზღვარი.
მათი სურვილი ნათელია _ იარონ სწრაფად,
ათრიონ ბარგი, ვიდრე გზები არ დამთავრდება.
მათ უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ კარგად,
და მშვიდად მოკვდნენ მომავლისთვის, მათი ნებაა...