I
ზღვას ქარიშხალი ძლიერად ჰბერავს,
ზღვა ქუხს და შფოთავს, ზღვა დუღს და ღელავს;
ზღვირთებს ზვირთებზე შავი ზღვა ისვრის,
განრისხებული ღრიალებს, ყვირის.
ტალღა ქუხილით აღიმართება
და გრგვინვით უფსკრულს უკუკვარდება;
ზღვა მდუღარია, მთლად არის შავი,
არსად ჩანს აფრა, არსად ჩანს ნავი...
ან ზღვად მავალმა ვიღამ გაბედოს
მაშინ თვის ნავი მას უფსკრულს ანდოს?
და თუ ბედს ენდო თუ ბედი სწამს,
ბედი ვერ იხსნის, უფსკრული შთანთქავს...
მაგრამ გამოჩნდა ნავი დასავლით,
მორბის უშიშრად მორბის ღვთის ძალით,
მოეშურება, მოფრინავს, მოქრის,
ზვირთთ განროსხებულთ გულამაყად სჭრის.
აფრა გაგლიჯონ ქარნი ცდილობენ;
ხომალდნი დანშთქან ზვირთნი ცდილობენ;
განრისხებულნი გარს ეხვევიან,
ქუხილით, გრგვინვით ეჯახებიან.
მდუღარე ტლღა უკუიქცევა
და ღრიალით კვლავ მიესევა.
ზღვა ებრძვის ნავსა, ქარი-აფრასა!
ზღვა დასძლევს ნავსა, თუ ნავი-ზღვასა?
არა, ხომალდი ზვირთთ არც კი ებრძვის,
შეურყეველი მოფრინავს, მოჰრის,
ჩანს,მაზედ არის ზეცით ღვთის თვალი,
მაგრამ გამოჩნდა შორით ნაპირი,
მოჰქრის ხომალდი შეუპოვარი!
ზღვამ მოუმატა თვის მრისხანება,
უფსკრულს მის შთანთქმა მას ესწრაფება;
ტალღა და ზვირთნი მთებივით აღდგნენ
და ნავის გვერდებს მრისხანედ სცემენ;
აფრასა ჰბერავს ქარი ძლიერად,-
მიქროლავს ნავი შეუპოვრად,
მიქროლავს, მირბის,-კვნესის ზღვა შავი...
კოლხიდის კიდეს მიფრინავს ნავი...
II
ნავით გამოხდა უცხო ვინმე, ვით მოჩვენება,
არის ასული, მაგრამ არის სიზმარ-ზმანება:
ნათელი, ტურფა, ვით ოცნება, მშვენიერია,
მაგრამ ნათელს პირს სოფლის შვება არ უწერია;
ამ სოფლის გრძნობა არ აღელვებს მის წმინდა გულსა,
ის არ ეკუთვნის არც აწმყოსა, არც დროს წარსულსა,
ეკუთვნის მხოლოდ მომავალსა წმინდა ასული,
მხოლოდ ცისა და კეთილისთვის მას უძგერს გული!
მაღალ შუბლზე აქვ აღბეჭდილი მას მადლი ღვთისა,
ნათელს თვალებში მას უბრწყინავს ნათელი ცისა,
გულის სიკეთე და სიმშვიდე, ჭეშმარიტება,
იმა სოფლისა მოლოდინი და ნეტარება!
მიდის ასული... ხელს უპყრია ჯვარი ვაზისა,
არ ეშინია შიმშილისა, არც უგზო გზისა;
ვერ აბრკოლებენ მას ჭაობნი, ვერცა მდინარნი,
ვერც ფრიალონი, უფსკრულნი და მთანი მყვირალნი;
არ ეშინია წამებისა, არცა სიკვდილის:
დედაწმინდისა წილხდომილსა ქვეყანას მიდის.
III
ვინ ხარ, ასულო, სით მოხვედი, რა აზრი მოგაქვს?
რაც ხელს გიპყრია,მნიშვნელობა, გვითხარი, რა აქვს?
ივერის ერნო, უამბორეთ წმინდის ფეხთ მტვერსა;
თქვენში აღაგზნებს ქრისტეს ნათლის წმინდა ლამპარსა!
არა! ვერ იგრძნო წმინდის სიტყვამ ციურმა!
წმიდა ცრემლითა ცას მიმართვა, ხელნი ეჰყარა:
ერი ველური,კერპთ-მსახური,ღმერთს შეავედრა.
IV
იელა ცამან, იჭექა ცამან,
კვნესით ხმა მისცა დაბლა ქვეყანამ;
შეირყა მიწა, შეირყა ზენა,
ბნელმა მოიცვა ცა და ქვეყანა...
აღდგა გვრგვუნვითა მრისხანე ქარი,
აენთო ცეცხლით ბნელი ცისკარი,
შეუსვენებლად ცა სჭექს და ელავს,
ჰაერი ცეცხლით და ალით ღელავს,
სეტყვ ად მეხი მიწის პირს სცემენ,
მრისხანე ქარნი ხეთ ძირით ჰგლეჯენ,
ცეცხლის ისართა ცა მიწას ესვრის,
ირყევა მიწა, ბუნებე კვნესის...
ცამ მოიკრიფა რაც ჰქონდა ძალი
და მიწას დასცა ცეცხლი და ალი:
მთანი და ბარნი დასქდნენ, დაიყვნენ
კერპთ-მსახურთ ღმერთნი ქვესკნელს ჩაინტქნენ...
თვის მრისხანება ცამ შეაყენა,
მზემ უხვის სხივით მორთო ქვეყანა.
წმიდის ფერხთ- წინა დაემხო ერი,
წმიდა მას ჯვარით დასწერა ჯვარი!...
V
ჩვენო სამშობლოვ,მშვენიერო, მაშინ შენზედა
მადლი ზეცისა მადლი ღვთისა ზე გარდმოვიდა:
წმიდა ასული, წმიდა ნინო ცამ მოგვივლინა,
ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სხივი მან შენ მოგფინა.
მიხვდნენ დიდ მცნებას ძენი შენნი, ერი ველური,
მიხვდნენ, რაც არის დიდი სიტყვა, სიტყვა ციური;
ქვეყნად მშვიდობა და კაცთ ჰქონდესთ გულს სათნოება,
?ძმობა, ერთობა, სიყვარული და შეწყალება!?
სადაც სწირავდნენ კაცთა მსხვერპლად კერპთ და ბომონთ კარს,
იქ ისმა ამღლა გალობის ხმა: ?წმიდა,წმიდა არს!?
მოისმა მაღლა დიდებული, საღმრთო ხმა ზართა,
მაღლა შესძახეს მას ხეობათ,მთათა და ბართა.
დიდიმა შენობათ მთლად მოიცვეს მთანი და ბარნი,
აშენდნენ აღდგნენ დიდებულად წმინდა ტაძარნი;
ელლინთა სწავლის, განათლების წყარო ნათელი
შთამოიღვარა, და განათლდა გონება ბნელი;
დაშვენდა, დატკბა, შემუშავდა ენა ივერთა,-
დღესაც კი გვატკბობს მათ დროთ ენა ამერ-იმერთა,-
მაგრამ რად გვინდა მისამბავი, რაც არს აღარა?
რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა!
დიდნი პალატნი, დიდნი ტაძარნი
სადღა არიან? აღარ არიან,
მათ დიდი შენობათ დიდნი ნანგრევნი
ჩვენთ თვალთ-წიე პირქვე ტიელად ჰყრიან;
მგზავრი, მოსული უცხო ქვეყნითა,
დადის მათ შუა უკვალო გზითა,
ჩვენს ისტორიას მათში ეძიებს,
მაგრამ ვერა რას, ვერა რას ჰპოვებს!
რაც წარწერილნი მათზედ ყოფილან,
ისინიც დროთგან მთლად აღმოფხვრილან!
მხოლოდ ჩვენ გვესმის მათ უცხო ენა,
ივერიის ძეს უყვარს მათსმენა,
ჩვენს გულს უხმონიჩ ბევრს უამბობენ,
რაც რომ ყოფილა,მასზე უბნობენ.
მაშ მტრის ხელს არა რა მორჩა?...
არა, საუნჯედიდი რამ გდაგვრჩა:
ჯვარი ვაზისა!...მადლი ამ ჯვრის
ჩვენს სამშობოზედ, ჩვენს ერზედ არის!