Litclub.ge

მხედრის სინანული
ვაჰმე, რა ცხენი მომიკლეს,
ქარს აჩოქებდა ქროლვაში,
რამდენჯერ გადამარჩინა
ქვემეხთა სასტიკ სროლაში,
მე კი ერთხელაც
ვერ ვიხსენ,
სული დალია ბრძოლაში... 


1942 წ..