Litclub.ge

დიად სამშობლოს
ვიდრე ვსულდგმულობ
დედამიწაზე,
ჩემო სამშობლოვ,
გწამდეს, იცოდე:
შენს ძლიერებას
და სილამაზეს
შევუქმნი შენებრ
მშვენიერ ოდებს.
და თუ არსებობს
ისეთი ხელი,
შენზე აღმართვა
რომ დააპიროს, -
მყის მოჰკვეთს ჩემი
მახვილი მჭრელი,
რომ შენი გული
არ გაიგმიროს. 


1939 წ..