წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით
და ახლა გრილა
და სველ სილაზე
მკვდარ თევზივით აგდია დილა.
ნისლია მთებზე
და ბურუსში სახლებიც გაქრა
და ზღვაში
თეთრი ხომალდივით
შეცურდა გაგრა...
უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდან
ისმის, —
ქალის კივილმა
ხანჯალივით გაკვეთა ნისლი,
როგორც სიგნალი განსაცდელის, ეძახის ყველას:
— სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! —
და ითხოვს შველას.