Litclub.ge

აფორიაქდნენ ღრუბლები
აფორიაქდნენ ღრუბლები,
გადმოდგნენ მთების ბანასა,
არაგვისპირას ნისლები
იწყებენ თმების ბანასა,
ახალფეხადგმულ სიოსა
ტყე უხსნის ანა-ბანასა,
ქვევით არაგვი ბრაზდება,
ხევნი აძლევენ ბანასა.