Litclub.ge

დევები ნაცნობ ზღაპრებიდან"
ერთგულების შესახებ რუსული ღუმელის წინ ნათქვამი ლექსი
ეჭვის შესახებ რუსული ღუმელის წინ ნათქვამი ლექსი
ბერტა ფოიტნერს


სხვები თუ წლობით ბერდებიან,
ჩვენ საათობით
და წუთობით ვბერდებით,
რადგან ჩვენთვის უკვე სულ ერთია,
რადგან ჩვენთვის უკვე სულ ერთია,
რა ხანია ჩვენი სული ერთ კოლოფში დევს.
თუ გარეთ წვიმა გაკრული ხელით წერია
და ფანჯარასთან ახლოა სკამი,
ჩვენ მხოლოდ ერთ თვალს ვახელთ
და მყუდროებას ოცნებას ვუშლით,
რადგან ასე უფრო ლამაზია
ან უფრო ადვილი. . .
სხვები თუ წლობით ბერდებიან,
ჩვენ საათობით
და წუთობით ვბერდებით
და ასობით წელი გავიდა,
რაც ჩვენთვის ყველაფერი უკვე სულ ერთია,
თუმცა საღამოთი,
როცა შინ ვბრუნდები,
მე მაინც ვამბობ –
ადამიანის სუნი მცემს
და მპასუხობ _
ალბათ შენ მოგყვა.