რუსულ ყანაში ჭვავის თავთავს ჩემი თავდახრა,
ყანაში, სადაც დედაკაცი ჩაინაცრება...
ო, მეგობარო! წვიმებია ჩემს ფანჯარასთან,
გული შემიძრა ნეტარებამ ...და განსაცდელმა...
ისე ნაღდი ხარ წვიმისა და დარდის ჰანგებში,
ვით ჰომეროსი ჰეგზამეტრის ბწკარში მიცნია,
მომეცი ხელი იმქვეყნიურ მყუდრო ნათელში! -
საამქვეყნიოდ ეს ხელები ვერ მოიცლიან…