Litclub.ge

*** წუთისოფელი

 

წუთისოფელი   გაფრენილი   უცხო    მტრედია,

ვკითხულობ    წიგნის   სევდიან   და   მწუხარ   ეპილოგს,

ბოლოს   ტოვებენ    ხომალდები    ზღვას  და   ზეფირონს

და   ძველ   ნავსადგურს   არასოდეს    უბრუნდებიან...


ვით  რგოლს  სანიშნოს,  ვერ   ვიცილებ   ხელიდან   ბორკილს,

ვგუმანობ  უკვე,  რაც   აღელვებს   მარტოსულ    ლერწამს,

უჩინო  ხელი  ბაგეებზე   სინანულს   ძერწავს,

შემცბარი    სახით  ველოდები   დუმილთან   ქორწილს...


პორტრეტი   ჩემი   მოასრულა    უკვე    ოსტატმა,

იერი   მკაცრი,   სევდიანი,    მზერა  - მწყაზარი,

ბედს   ვმორჩილდები,  ვით   დამცხრალი   ელიაზარი,

ვიცი,  დუელი   არ   მოჰყვება   გასროლილ    თათმანს...


ჩემი    ბაღის    კარს    ვერ   მოაგნებს    ოქროს   ფრინველი,

რადგან   ზაფხული   შემიცვალეს   ზამთრის   გრიფელით...