ჩემს ლექსებს, ადრე დაწერილ ლექსებს,
(პოეტი ვიყავ, არც კი ვიცოდი)
ვით შადრევნიდან ასხლეტილ შხეფებს,
ვით ცხელ ნაპერწკლებს, ისე ვისროდი.
ცელქ ეშმაკუნებს, შემოჩვეულებს
წმინდა ტაძარში, ზეთის სურნელზე,
ლექსებს სიკვდილზე, სიყმაწვილეზე,
-ჯერ წაუკითხავ და უცნობ ლექსებს! -
უჭირისუფლოდ მიმობნეულებს,
( რომ დასდებიათ დახლების მტვერი),
ჩემს ლექსებს, როგორც ძვირფას ღვინოებს,
მწამს, დაუდგება თავისი ჯერი.