Litclub.ge

სიჩუმე ხმაურობს
სიჩუმე ხმაურობს...
და აურზაურით
საღამოს სონეტი-
თავისი სოლ-რე-თი
-მთვარესთან საუბრობს...

ცისფერი თითებით
ის გაფაციცებით
დილასთან მარიგებს,
ისე დაიღალა
სიჩუმის ხმაურით,
რომ უნდა წავიდეს...