თანასამზერელი – გ.ბარდინი – კონფლიქტი
სახლები ადრე ჩაცვენილ
კბილებივით უჩანდა ქალაქს
და ერთი–ორი შავი ენა მხარზე გაედო.
ღია პირთან ბუზები უტრიალებდნენ
და წითელ კვერცხებს თესავდნენ.
მე
ს ხ ვ ა
ვიყავი
და
ბ რ ძ ე ნი.
სახლები ადრე ჩაცვენილ
კბილებივით უჩანდა ქალაქს
და ერთი–ორი შავი ენა მხარზე გაედო.
ღია პირთან ბუზები უტრიალებდნენ
და წითელ კვერცხებს თესავდნენ.
მე
ს ხ ვ ა
ვიყავი
და
ბ რ ძ ე ნი.