ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და
ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო, - ჩემი დედა!..
ტრადიცებიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს, - შეიძლება,
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმა გადავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო.
ვინატრო ანტალია, ან ის ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია,
როკზე და რემიქსზე გადვირიო,
ქართულზე ჩავიუბნო: - ბანძია...
კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო,
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა,
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო,
გერები მივიღო საკუთრად.
კაცმა, ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია!
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო,
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია,
მაგრამ... ქართველობას რა ვუყო.