დედას ცელქმა წრუწუნამ
სადილი დაუწუნა.
– ქერის მარცვლის წვნიანი,
თანაც, მწვანილიანი?
აღარ მინდა, მომბეზრდა,
გადავაქცევ ღობესთან!
აბა, იყოს კაკალი
ანდა კვნიტი შაქარი...
თხილიც, კარგა ხანია
აღარ მოგიხალია!..
– თუ არ შეჭამ წვნიანსო,
ვაჭმევ ფისუნიასო.
შენც რომ შეგჭამს მალეო,
შენს თავს დააბრალეო!