თითქოსდა დაკარგა ძალა მზემ,
პასუხს მიგვიანებს სალამზე.
გალობით არ დგება აისი
და მხოლოდ ყვავების ხმა ისმის.
ათასფრად აჭრელდნენ მინდვრები –
ბებიკოს ნაქსოვი წინდები.
ხეებსაც გაუჩნდათ ჭაღარა,
ქარმა ძირს ფოთლები დაყარა.
მოვიწყენ, სანამ კვლავ გნახავდე...
ნახვამდის, ზაფხულო, ნახვამდის!