Litclub.ge

ჩემი სიცოცხლე მიიწურა
ჩემი სიცოცხლე მიიწურა,
მწუხრი ახლოა,
აქ, ამ ქვებს შორის,
სადღაც ჩემი სამოსახლოა.
მალე, სულ მალე,
აღიმართება პატარა ჯვარი,
უბრალო, სადა,
და ჩემს სახსოვრად 
სააქაოს სხვა არაფერი
არ დარჩება
ამ ჯვარის გარდა.
ეს ლექსი მაინც შეინახე
მოსაგონებლად გარდასულ დღეთა,
შენ ხომ სულ ბავშვი მოხვედი ჩემთან,
გახალისებდა შრიალი ხეთა...
შენ არ იცოდი, რა არის სევდა
და სავალალოდ, პატარავ, ჩემდა,
ნაგვიანევად მოსულო ჩემთან,
შენ მაგრძნობინე მე სიმძიმე გარდასულ დღეთა...