რა კარგი ხარ, რა კარგი!
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება
თმებზე ღამე გიცინის,პირზე_დღის ბრწყინვალება.
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე!
როცა მოვკვდე, გენაცვალე,
ძეგლად გადამეფარე.
სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა;
სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე....
როცა მოვკვდე, გეთაყვა ძეგლად გადამეფარე