სევფომ თქვა, - ხიმშიაშვილის, -
ქალი სიზმარში მკოცნდა,
იმდენს მკოცნიდა მოცლილი,
კიღამ კოცნები მომწყინდა,
გულბალანი ხომ მომრუჯა,
ბაგე-ტუჩი ხომ მომცვითა,
ეგ დაფეხვილი ნამსხვანი,
ერთიან ამიღორძინდა.
მაგრამ რა!..
გამომეღვიძა
და ჯავრი გამიორწილდა,
ძველ სექვზე ვეგდე ძმობილო,
ბალახბულახის ძონძითა,
რომლი ხიმშიაშვილის, -
ქალი პირსავსე ძოწითა,
რომლი ხიმშიაშვილის, -
ქალი, ჩინჩხვარი კოცნითა,
რომლი ხიმშიაშვილის, -
ჩემი მწეწდა და მძოძნიდა,
- ადექ!... შე ბერთემბელაო,
ამოსაგდებო კორძითა!
ვდგავარ და ხევხურს ჩავძახი,
აყვავებული ბორცვიდან,
გავძახი მთებს და სათიბებს,
ჩემი ჯან-ღონით მორცხვითა,
აღარ მაქვს თავის იმედი,
ეჰ, სიბერესთან მივედი,
თვარა ერთ ქალზე რა დამტევს,
იმღამინდელი კოცნითა!