დედი, ვიცი , ახლა გძინავს-
დარდიანს და სიზმრიანს,
მე კი მინდა, როცა გცივა-
გადაგისხა სისხლიდან:
მზე, ღიმილი, ცისარტყელა-
შენიდან რომ მაწვიე,
შენ რომ მყავხარ-ისე მცხელა,
ნეტავ,რა გამაციებს!....
მინდა ახლა შენთან ვიყო,
შევეხიზნო სიზმრის ტყეს,
დედი! შენი დღე დაიწყო,
შენი დაბადების დღე....
შენ კი... ისე ტკბილად გძინავს,
(რა გაჩუქო?- არ ვიცი),
ჩამოგაბნევ ვარსკვლავთა მძივს-
დაბადების ღამისთვის...