Litclub.ge

წერილი მამას
მა,სად ხარ?_ 
უშენო წამები მაციებს, 
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა, 
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_ 
ღმერთო, რამდენია(?!) 

თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს, 
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის, 
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_ 
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . . 

შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო, 
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს, 
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო 
და აღარ დაგშორდე არასდროს... 

წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე 
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა, 
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_ 
აღარსად გამიშვა!!! 
ინგლისი.