Litclub.ge

დაჭრილ მხეცივით მინდა ღრიალი
მე ვზივარ ჩემთვის, მე ვზივარ ჩუმად 
და სიყვარულზე მინდა ღრიალი. 
მაგრამ არ ვიცი რამ დამადუმა 
ან ასე ძლიერ რით დავიღალე. 
განა ვყრი ფარ-ხმალს? განა ვნებდები? 
უბრალოდ თქვენთან ყოფნა მწყურია 
მინდა თბილისიი მეარღნეებით... 
ჩემი მამა და დედა გურია. 
იცით? ფიქრები ძილს არ მაცლიან 
და მაქეზებენ დაღლილს ქარები. 
ეჰ... საქართველოს მიწას მადლიანს 
რა სიყვარულით დავიფარებდი. 
ვკვდებოდე თუნდაც, გხედავდეთ ნეტა 
ვერ მოვისვენებ ალბათ ვერასდროს. 
უფალს სიკვდილიც არ გაემეტა 
სიცოცხლე ძლიერ რომ მომენატროს. 
დაჭრილ მხეცივით მინდა ღრიალი 
თქვენზე ფიქრები, ძილს არ მაცლიან! 
მტკივა ლენტეხი და დარიალი... 
დღეები წუთებს ისე მარცვლიან...