Litclub.ge

მეძინება
მეძინება,
მაგრამ არ მინდა,
უაზროდ გავატარო ეს ღამე...
რა იქნება, 
ჩამომყე, მეგობარო, სიზმრის სარდაფში,
ჩამომყე...
საჰაერო ბუშტივით გაბერილ მარანში
უძველესი ღვინო მაქვს შენთვის გადანახული,
ერთად მოვხადოთ ქვევრებს ზედაშე
და, როგორც ზეცის ქათინაური,
შევიფეროთ სულთა სიმთვრალე...
გაღვიძებამდე
გამოფხიზლებას, მენდე, მოვასწრებთ!