Litclub.ge
ცოტაც, ცოტაც
ცოტაც, ცოტაც
შეიფოთლეთ, ხეებო,
და თქვენს ტოტებში შეიფარეთ
გულმოფანცქალე ლოდინის ჩიტი,
რომ პატარა, ცელქმა ბიჭმა
არ შენიშნოს და
სიყვარული არ მოინადიროს.