Litclub.ge

ასე ტირიან
ასე ტირიან 
გაზაფხულები _
სულმოუთქმელად _
მიწის წინაშე
და ცის თვალები,
დაბინდულები,
ასე იკლავენ
უსაზღვრო ნაღველს.
ხელს, აბა, მითხარ,
ვინ შეაშველებს,
ან ვის აქვს ქვეყნად 
იმხელა გული,
შეწყვიტოს წვიმა
იმაზე ადრე,
სანამ თავისით გამოიდარებს _
ბოლო წვეთამდე სანამ ჩამოცლის
იმ უსიცოცხლო წამების გროვას.