Litclub.ge

გულის სონატა
_ გისმენ! გისმენ!
ახლა უსმინე საკუთარ გულს _
უდიდეს სევდით ყვითლად შეფერილს
და მოიწყინე უსასრულოდ,
სამარადისოდ,
რადგან თანმდევი შავი ღრუბელი
შენი სიცოცხლის უიღბლო მოტივს
ისე მფარველობს 
და ისე ფარავს,
ძლივს, ძლივს გესმის
უნაზესი მთვარის სონატა!