Litclub.ge
* * * "ჰო, ვერ გაიგებ"
ჰო, ვერ გაიგებ,
როგორ მტკივა შენი სიშორე,
აყვავების ჟამს
სამუდამო არყოფნაში გადახვეწილო
მშვენიერებავ,
შენი სახება
ნათელ წყვდიადში რომ ჩამეკარგა,
რათა შემეგრძნო
სამყაროს ცეცხლთან მოთამაშე
თვით სიყვარულის
უზენაესი არარაობა...