ჩემო პატარა,
შენ ახლა გძინავს,
ჩემი გული კი შენს ხილვას ნატრობს;
მოდი სიზმრებში
დავიდოთ ბინა,
რადგან ვერ გავძლებ ამაღამ მარტო.
მალე ბათუმში
წამოვა წვიმა,
და მტირალაზეც ფიფქები დათოვს;
ჩვენ კი შევხვდებით
და როგორც წინათ
გზას დავადგებით საოცრად ფართოს...
ბარათაშვილზე
დუქანი ხვრინავს,
ბარბარესთან კი სურნელი მათრობს
ბალახბულახის
და კატერინას
ღვთისმშობელამდე ვაწონებ ბათომს...
ჩემო პატარა,
შენ ახლა გძინავს,
მე კი ოცნებავ, უსაზღვროდ გნატრობ;
მოდი ქუჩებში
დავიდოთ ბინა
მე და ბათუმი ვერ გავძლებთ მარტო!