სადაც კი არის დადა _
იქ ფიქსირდება მადა,
სადაც გაქრება მადა
ანულირდება დადა.
ო, მშვენიერო ნატა,
ნატა, სინათლე გაკრთა,
შენ უკუაგდე დადა,
შენ შეიყვარე მადა...
ნატა _ სიბნელეც გაკრთა,
სად არის შავი კატა?
ვიზუალური კატა,
კატას გაუქრა მადა,
თაგვებს არ იჭერს კატა,
უქნარა გახდა კატა.
კატაკლიზმები _ დადა,
კატაკლიზმებში _ ნატა,
როგორ გიხდება ფატა,
რომელიც არის სადა!
შენ გეცინება ნატა,
რომ გაგეპარა კატა;
ვიზუალურმა კატამ _
გაითავისა დადა.
პორნოგრაფია _ ნატა,
ტრანსსექსუალი _ ნატა,
ყველაფერია _ ნატა,
რომელიც სხვისი გახდა...
და სადაც ჩნდება დადა,
იქ ფიქსირდება მადა _
დაკავშირების მადა,
გადახლართვების მადა,
გადაფურთხების მადა...
ქრება უეცრად დადა,
რომელსაც მიჰყავს ნატა,
რომელსაც არ ჰყავს კატა _
სახელად _ არამზადა!..