ღამის ფანტომებს დაუკრძალავთ ქუჩაზე მთვარე,
ბნელი სივრციდან წამოიჭრა მიცვლილი ვალსი...
სიცარიელე, მეჩხერ თმებით, წვება კედლებზე.
შმორით ივსება უძილობის სენთა კოდექსი!
და ფანტაზია _ ვარსკვლავების, სახლდება სულში.
_ სდუმს ვლენა!
იზარდება ყოფის წვდომა განუკითხავ სიმრუშეში;
მჩატედ ტორტმანობს წამთაღრიცხვის რუხი გრავიურა.
ცივი მარსიდან საუცხოოდ წვეთავს სიმშვდიე,
_ თეთრია არსთა ფანდი!
მთვრალი პეპლებით იპენტება მინის სიგლუვე.
ვით მკვდარი ნესტი, ძირჩამპალი ხეების ქერქში...
მოულოდნელი კონტრასტების, უმეცარი წყდება პარპაში.
_ ვინ ითვლის ჩუმად, აუწონად, უსაგნო მცნებებს?
_ ვინ აიძაღლებს გადაგლეჯილ ანფასთა ნიღაბს?
როცა უგნურად, სიმპათია მისავათდება...
გრძნობა სუსტია, მით უფრო...
რა დამღუპველად საამოა ფიქრის სინდრომი,
_ მით უფრო, უმეტესად ნოტიო ღამით!
თვალთაგან მომწყდარ დაღლილობას შეასკდა ფითრი,
მტარვალ სიგიჟის უცოდველი გადახრწნილობით!
უმიზნოდ შთენის, ნიუანსთა მარტივი კრედო.
მოჩვენებებში გაერია _ ;დრტვინვის დუეტი~!..
მფრთხალ კაბადონზე აიშხლართა სხივთა კანკალი,
_ არ ნიშნავს დილის, უთავბოლო სიმრავლის, ნაწილს.
გაკრთება სადღაც, უხილავში, ბგერათა გამა
და ზესაზრისი გაეხვევა სიზმრის ბუდეში!
_ ღამის ფანტომებს დაუკრძალავთ ქუჩაზე მთვარე,
მთვლემარე სივრცეს აუკვამლდა მიცვლილი ვალსი!..